Saturday, October 17, 2009

საყვარელი ინგლისელი მწერლები

1. პროექტის სახელი - საყვარელი ინგლისელი მწერლები;

2. პროექტის მოკლე აღწერა - ინგლისელი მწერლების ცხოვრებისა და მათი შემოქმედების შესახებ მასალის მოძიება;

3. პროექტის სრული აღწერა - მოსწავლეები გაიხსენებენ რომელ ინგლისელ მწერალს იცნობენ; რომელი მწერლის ნაწარმოები აქვთ წაკითხული ან რომელ ავტორს იცნობენ მისი ნაწარმოების ეკრანული ვერსიის სახით; ამოარჩევენ რამოდენიმე მათთვის საყვარელ და ცნობილ სახეს და მათზე მოიძიებენ ბიოგრაფიულ ცნობებს; წაიკითხავენ (თუ არ აქვთ წაკითხული) მათ ერთ-ერთ ნაწარმოებს; მოიძიებენ მწერლების და მათი ნაწარმოებების გმირების ფოტო მასალას.

4. მონაწილეთა ასაკი - 14-15 წ.;

5. ვადები, ხანგრძლივობა - 1 ტრიმესტრი;

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში - დამხმარე და საჭირო ლიტერატურის მოძიება სკოლის ან სხვა ბიბლიოთეკაში; მწერლების ბიოგრაფიული ცნობების მოძიება ინტერნეტის საშუალებით; დისკუსია-პრეზენტაციების მოწყობა; კედლის გაზეთების გაკეთება საყვარელი მწერლისა და მისი ნაწარმოებების შესახებ; მოძიებული ფოტო მასალის გამოფენის მოწყობა საკლასო ოთახში ან სკოლაში;

7. მოსალოდნელი შედეგები - მოსწავლეები დაუახლოვდებიან წიგნებს და დარწმუნდებიან წიგნის კითხვის სარგებლობასა და აუცილებლობაში, რადგან ნაწარმოების კითხვისას გაეცნობიან სხვა ქვეყნის , კერძოდ ინგლისის ისტორიას და საზოგადოებრივ წყობას; მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევა; ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას; გააკეთებენ ელექტრონულ ჟურნალს.

8. სარგებელი სხვებისთვის - კულტურათაშორისი დიალოგი; გაეცნობიან ინგლისის მწერლობას და კულტურას; გამოუმუშავდებათ სხვა ქვეყნის სიყვარული;

9. სამუშაო ენა - ინგლისური/ქართული;

10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან -

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწ. გეგმასთან კავშირი - ქართული - ლიტერატურული ნაწარმოების გაცნობა როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. ბიოგრაფიების გაცნობა, მსჯელობის უნარის განვითარება; ისტორია - მოსწავლეები გაეცნობიან ნაწ-ში აღწერილ ქვეყნის საზოგადოებრივ წყობასა და სოციო-კულტურის თავისებურებებს; ისწავლიან სხვა კულტურის დაფასებას;

12. პროექტის ფასილიტატორი - ნინო გოგოლაძე;

13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა - ninoelene@gmail.com

14.პროექტის ფორუმი -

15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი - englreaders.blogspot.com